ღვინის ფესტივალი

ვინიტეკის ინოვაციური ტურის ფარგლებში, ღვინის დარგის ტექნოლოგიებზე მსჯელებენ თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე.

ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და ბორდოს ვაზისა და მეცნიერებათა ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტები ესწრებიან. მიზანი, საფრანგეთსა და საქართველოს შორის ღვინის წარმოებაში არსებული გამოცდილების გაზიარებაა.