ღვინის ფესტივალი რაჭაში

ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის პირველი ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაზე 65 ადგილობრივი დიდი, საშუალო და მცირე მარანი იყო წარმოდგენილი, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისთვის, ფესტივალზე მოწვეული ევროპელი იმპორტიორებისა და ქართველ ექსპორტიორებისთვის წარედგინათ. ფესტივალის ფარგლებში, კომპანიების წარმომადგენლებისთვის ტრენინგებიც გაიმართა. მათ ცოდნა ღვინის ტურიზმის, მარკეტინგისა და სხვა საჭირო მიმართულებების შესახებ მიიღეს.