ღვინის ფესტივალი გურჯაანში

გურჯაანში „ღვინის ფესტივალი 2018 “ მიმდინარეობს. ფესტივალზე წარმოდგენილია, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის ღვინო და ჭაჭა. სპეციალურად ფესტივალისთვის საწნახელში ყურძნის დაწურვა მიმდინარეობს, სტუმრებს საშუალება აქვთ, ამოავლონ ჩურჩხელა და ღვინო დააგემოვნონ.

ღონისძიებას დიპლომატიური კოპუსისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან. ფესტივალი ნიაზ დიასამიძისა და 33 ა- კონცერტით და ფილმის საქართველო-ღვინის სამშობლოს“ ჩვენებით დასრულდება.