ღვინის ფესტივალი გურჯაანში
გურჯაანის ღვინის ფესტივალს 9-წლიანი ისტორია აქვს. წლევანდელ ფესტივალს უპრეცედენტოდ ბევრი სტუმარი ჰყავდა. მათ 200-ზე მეტი სახეობის სასმელის დაგემოვნება შეეძლოთ. ასევე, საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ჩურჩხელის ამოვლების, თონეში ტრადიციული პურის ცხობისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესშიც. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო იშვიათი ქართული ვაზის ჯიშების, ღვინის ეტიკეტებისა და ძველი ქართული ღვინისა და მეღვინეობის წიგნების გამოფენები, შეხვედრები და მასტერკლასები.
ნატა ტაბიძისა და გიორგი ბაზერაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები