ღვინის ფესტივალი ბოლნისში

18:27, 31.05.2026

ბოლნისის გერმანული უბანი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალში ტრადიციულად საქართველოს სხვადასხვა კუთხის 60-მდე მეღვინეობაა წარმოდგენილი. ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში კი უკვე ჩატარდა ღვინის კონკურსი. ბრმა დეგუსტაციაზე საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჟიურიმ 144 ნიმუში შეაფასა. გამარჯვებულების ვინაობა დღეს ფესტივალზე გახდება ცნობილი. კონკურსში უმაღლესი ქულით შეფასებული ღვინო იტალიაში, მერანოს 2026 წლის საერთაშორისო ფესტივალზე გაიგზავნება.

მსგავსი