ღვინის ფესტივალი ასურეთში
ასურეთი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს. ღონისძიებაზე წარმოდგენილია ბოლნისის, თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტების 40-მდე მეღვინის ტრადიციული და თანამედროვე სტილის ღვინოები. შესაბამისად, სტუმრებს საშუალება აქვთ, დააგემოვნონ რეგიონის უნიკალური ნიმუშები და გაიცნონ ახალი კომპანიები. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ქვემო ქართლის მეღვინეთა და მევენახეთა გაერთიანების პრეზენტაციაც. ფესტივალის ფარგლებში ასევე მოეწყო შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. გამოფენილი იყო ხელნაკეთი ნივთები.