ღვინის ფესტივალი

ღვინის ყოველწლიური ფესტივალი ფუძნდება. აღნიშნული პრემიერის ინიციატივაა. ღონისძიების მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა და მეღვინეების ხელშეწყობასა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციონირებაა. ფესტივალი მოიცავს რეგიონებსაც. 25-ზე მეტ ადგილსა და 9-დან 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ღვინის დღეების ფარგლებში, გათვალისწინებულია დღისა და საღამოს შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები, გათვლილია როგორც ადგილობრივ მოსახლეობაზე, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებზე.