ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადება

18:28, 25.09.2026

კახეთში 60 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული ამ დროისთვის, აქედან 42 ათას 400 ტონა მაღალი კონდიციის და ხარისხიანი ყურძენია. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. კახეთში მოსავალი 3 500-მა მევენახემ დააბინავა. სააგენტოს ინფორმაციით,  გასული დღე-ღამის განმავლობაში, მიმდინარე რთველის სეზონზე ყველაზე დიდი რაოდენობის 12 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. სახელმწიფო საწარმო მოსახლეობისგან მოსავალს 22 ადგილზე იბარებს.

 

მსგავსი