ღვინის ეროვნული დღე 

8 მაისი ღვინის ეროვნული დღე საქართველოში – დღე, რომელიც ღვინის წარმოების 8000-წლოვანი ტრადიციის ხაზგასასმელად დაწესდა, წელს პირველად აღინიშნება.

დედაქალაქმა არაერთ ღონისძიებას უმასპინძლა. ღვინის მწარმოებლების შეკრების ადგილი გუდიაშვილის მოედანი იყო, სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვასთან ერთად, ისტორიულ უბანში გასართობ-შემეცნებითი აქტივობები გაიმართა. პარალელურად, თბილისმა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა და სექტორის უცხოელმა პროფესიონალებმა ღვინის გლობალური ბაზრის მდგომარეობასა და გამოწვევებზე იმსჯელეს.