ღვინის დღეები რაჭაში

ფესტივალ ღვინის დღეების ფარგლებში, ღონისძიებებს დღეს რაჭა მასპინძლობს. ამბროლაურში კულტურის სახლთან მდებარე სკვერში მოწყობილია სხვადასხვა დახლები. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, დააგემოვნონ ღვინო და ტრადიციული სამზარეულო. წარმოდგენილია ღვინის მარნები. დღის მეორე ნახევრიდან კი ჩატარდება გასართობი ღონისძიებები. წარმოდგენილი იქნება მუსიკალური პროგრამა. ღვინის ფესტივალი 9-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს 25 ქალაქს მოიცავს.