თითქმის ერთი საათია, გურჯაანი ფესტივალ ღვინის დღეების ფარგლებში სტუმრებს ახტალის პარკში მასპინძლობს. ადგილობრივებსა და კახეთის ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, დააგემოვნონ ტრადიციული კახური ღვინო, ასევე ადგილობრივი წარმოების ნუგბარი. მოწყობილია საგამოფენო სივრცეები, აქტივობები დაიგეგმა, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვისაც. მსურველები თათარის მომზადებასა და ჩურჩხელების ამოვლებასაც შეძლებენ.
ჟანა დიდებაშვილი აშუქებს ფესტივალს და დეტალებზე ახლა ის ისაუბრებს.