ღვაწლმოსილი პედაგოგი ქისტაურიდან
ქალბატონი, რომელიც მოსწავლეებს სიყვარულსა და განათლებას ნახევარი საუკუნის მანძილზე უზიარებდა, 17 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა იმ სკოლას, სადაც თითქმის ხუთი ათეული წელი ქიმიას ასწავლიდა. ღვაწლმოსილი მასწავლებელი ახლა ძირითადად საოჯახო საქმეებითაა დაკავებული, თუმცა მისი მონაწილეობით, ეს მდგომარეობაც ისეთივე ნაყოფიერია, როგორც უკან მოტოვებული წლები – ორი წიგნის ავტორი, 83 წლის ასაკში მესამეს გამოსაცემად ემზადება და ფიქრობს, რომ ქალისთვის ბედნიერება ოჯახი და საყვარელი საქმის კეთებაა.
ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი ქისტაურიდან.