ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება

12:24, 27.09.2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხაშურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. თამარ მახარაშვილმა მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისა და მოსწავლეებზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის. ასევე ისაუბრა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე და იმ განსაკუთრებულ როლზე, რომელსაც პედაგოგები საზოგადოების განვითარებაში ასრულებენ. როგორც თავად განაცხადა, მინისტრის, გივი მიქანაძის ინიციატივაა, რომ განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდეს. 27 ოქტომბერს კი, მასწავლებლის ეროვნულ დღეს, საზეიმო ღონისძიებაზე მასწავლებლის ეროვნული პრემიის კომისიის მიერ შერჩეულ ათ გამარჯვებულ პედაგოგს სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო გადაეცემა. წელს, პირველად, ღონისძიება ქალაქ ქუთაისში გაიმართება.

მსგავსი