ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება

12:23, 24.10.2026

აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. წლის საუკეთესო მასწავლებლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, სპეციალური კომისიის მიერ გამოვლინდნენ. ღვაწლმოსილი პედაგოგები ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა დააჯილდოეს. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური მთავრობის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლები, ასევე აფხაზეთის სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მსგავსი