ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება
მოსწავლეების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოეს. დიდუბე-ჩუღურეთის რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონის სხვადასხვა საჯარო სკოლიდან შერჩეულ პედაგოგებს, მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.