ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება

12:20, 17.10.2026

განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნაძალადევის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. ბაია კვიციანმა, პედაგოგებს, მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც პედაგოგებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

მსგავსი