ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება
ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება გრძელდება. ამჯერად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ მესტიის მუნიციპალიტეტის პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ბაია კვიციანმა პედაგოგებს მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისა და განათლების სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
დაჯილდოების ღონისძიებაზე ადგილობრივი ხელისუფლების სახელით მასწავლებლებს მადლიერების ნიშნად სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ინიციატივის მიზანია მასწავლებელთა მრავალწლიანი საქმიანობის, პროფესიული ღვაწლისა და განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილის დაფასება.