ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება

12:28, 04.10.2026

რეგიონებში ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების პროცესი გრძელდება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ამჯერად აჭარის რეგიონს ესტუმრა, სადაც ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების სკოლების გამორჩეულ პედაგოგებს, მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა. თამარ მახარაშვილმა პედაგოგის პროფესიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და წლების განმავლობაში პროფესიის ერთგულებისთვის მათ მადლობა გადაუხადა. მინისტრის მოადგილემ „პისა-2025“ წლის საერთაშორისო კვლევაში საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა. პედაგოგებს სიგელებთან ერთად სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ. მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ქვეყნის ყველა რეგიონში მიმდინარეობს.

მსგავსი