ღვანკითის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია 

12:22, 16.05.2026

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა. დასრულებულ სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ქვარა ჩართოლანი გაეცნო.

სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლა 360 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში, სასწავლო დაწესებულება სრულად აღიჭურვა თანამედროვე საკლასო სივრცეებით, შიდა და გარე სპორტული მოედნებით. შენობა უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი საინჟინრო კომუნიკაციით: გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ახალი სისტემებით, რაც სასწავლო პროცესის უწყვეტობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

სკოლების პროექტები მუნიციპალური განვითარების ფონდს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან გადმოეცა და სრულად ფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ.

მსგავსი