ღუდუშაურის კლინიკაში ცხინვალის ტერიტორიიდან გადმოყვანილი პაციენტი მკურნალობს

ღუდუშაურის კლინიკაში ამ წუთებში ცხინვალის ტერიტორიიდან გადმოყვანილი პაციენტი მკურნალობს. ექიმების თქმით, ეს ადამიანი საავადმყოფოში წითელი ჯვრის მეშვეობით მოხვდა. მას თავის არეში დაზიანებები, გულმკერდის არეში კი დაჟეჟილობა აღენიშნებოდა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი, სავარაუდოდ, ასლან ჯიოევია, რომელიც დეფაქტო ცხინვალში ხაჩიროვების ოჯახში დაცვის უფროსია. ხაჩიროვის ძმა კი, ქართული მხარის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია.

ინფორმაცია კლინიკაში ჯიოევის ყოფნის შესახებ სოციალური ქსელებით გავრცელდა.