ღონისძიებები ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში

12:28, 01.04.2019

საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები ზუგდიდში მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში გამართული კონცერტით დასრულდა.

საიუბილეო საღამოში მონაწილეობა „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების მართვის ცენტრის“ ქორეოგრაფიულმა და მუსიკალურმა ანსამბლებმა მიიღეს.

ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლები, ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტი გერასიმე და ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები დაესწრნენ.

მსგავსი