ღონისძიებები საახალწლო სოფელში

ჩხიკვთა ქორწილი“ შესრულდა საახალწლო სოფელში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე. საესტრადო მიუზიკლი ლეგენდარულმა ქართულმა ანსამბლმა „ივერიამ“ წარმოადგინა.  ღონისძიება, თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი საახალწლო და საშობაო საღამოების ფარგლებში გაიმართა. დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან კონცერტები 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. მომდევნო დღეებში დათო ევგენიძის, ჯგუფ „არას“, ასევე „რეზო და ბავშვების“ კონცერტებია დაგეგმილი. დასკვნით საღამოზე კი ნინო ქათამაძე იმღერებს.