ღონისძიებები დედაენის დღესთან დაკავშირებით

14 აპრილის აღსანიშნად სტუმრებს უკვე ელოდებიან დედაენის ბაღში. ღონისძიებები რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ბაღში სხვადასხვა სივრცეა მოწყობილი.

ნებისმიერ მსურველს შეეძლება, საკუთარი ხელით დაამზადოს ქართული ასოები, მოხატოს 1920 წელს გამოცემული დედაენა, რამდენიმე გვერდი დაბეჭდოს და სამახსოვროდაც წაიღოს.

ღონისძიებებს უმასპინძლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც, სადაც წლების წინ სტუდენტები მშობლიური ენის გადასარჩენად იბრძოდნენ. უნივერსიტეტის ბაღში მთელი დღის განმავლობაში შემეცნებითი ინსტალაციები, გასართობი აქტივობები და საბავშვო კუთხე იქნება წარმოდგენილი.

თემის დეტალები „მოამბეში.“