ღონისძიება „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში
„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში კახეთში ჩატარებული აქტივობები შეაჯამეს თელავში. ყურადღება გამახვილდა ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის, პრევენციული გამოკვლევების მნიშვნელობისა და დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის აუცილებლობაზე. განსაკუთრებით აღინიშნა ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ქალების როლი ქალთა ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის პროცესში. ისაუბრეს ინოვაციური კამპანიის ეფექტურობაზე რომლის სახელიცაა „წაიყვანე დედა სკრინინგზე“.