ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღდგენის ღონისძიება გაიმარა. საზოგადოება 1917 წელს შეიქმნა და კავკასიის რეგიონში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაფუძნებას ისახავდა მიზნად. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მომავალ წელს100 წელი უსრულდება და ეს იუბილე იუნესკოს ეგიდით აღინიშნება. ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს პრემიერ მინისტრი, პრეზიდენტი და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.