ღონისძიება პირველკურსელთათვის

15:22, 14.09.2026

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების ღონისძიება გაიმართა. სტუდენტები სხვადასხვა პროგრამებს გაეცენენ. უნივერსიტეტმა პირველად მიიღო სტუდენტები ორ ახალ – ფიზიკისა და არქიტექტურის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე. ახალი და უკვე მოქმედი პროგრამების უმრავლესობა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) და ასევე, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროგრამებს უძღვებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. 2026-2027 სასწავლო წლიდან სწავლას სახელმწიფო აფინანსებს.

მსგავსი