ღონისძიება პარლამენტში

ახალი რეგლამენტის ამოქმედებიდან ასი დღის განმავლობაში დეპუტატებმა სამჯერ გამოიყენეს ინტერპელაციის წესი და ათჯერ მოუსმინეს მინისტრებს.

ახალი რეგლამენტი პარლამენტმა 2018 წლის 16 დეკემბერს მიიღო და დღეს დეპუტატები რეგლამენტის ამოქმედებიდან გასულ ას დღეს აჯამებენ.

ღონისძიებას დიპკორპუსიც ესწრება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ახალი რეგლამენტი ძლიერი პარლამენტის საფუძველია. მისი თქმით, ახალი რეგლამენტი პარლამენტს აიძულებს მეტი დრო დაუთმოს კანონებზე მუშაობას და მნიშვნელოვნად ზრდის პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას.