ღონისძიება მიუსაფარ ცხოველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

მიუსაფარ ცხოველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საკრებულოში ღონისძიება გაიმართა. თბილისის საკრებულოს მხარდაჭერითა და სოლიდარობის სახლის ინიციატივით, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში „მე დავხატავ ჩვენს სიყვარულს“ მოზარდების, შშმ პირების, სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვების მიერ მიუსაფარ ცხოველთა თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ღონისძიების დასასრულს ბავშვებს დიპლომები და სიგელები გადაეცათ.