ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში

18:12, 27.09.2026

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა და სოხუმის ფოტოგამოფენითა და ისტორიული ნივთების ექსპოზიციით გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში სოხუმისა და აფხაზეთის თემაზე თეატრალიზებული წარმოდგენაც გაიმართა. მონაწილეებმა მაყურებელს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარუდგინეს.

მსგავსი