ღონისძიება ბოტანიკურ ბაღში

3 მარტს აღნიშნავენ ბოტანიკურ ბაღში.

დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ბავშვებისთვის ტარდება მასტერკლასი ქოთნის მცენარეების სწორად ჩარგვასა და მოვლასთან დაკავშირებით.

ბაღის პატარა სტუმრებს ქოთნების მოხატვა და მისალოცი ბარათების დამზადებაც შეეძლებათ. იმართება გამოფენებიც. ასევე დაგეგმილია გათამაშებები. გამარჯვებულებს სხვადასხვა სიმბოლური პრიზი გადაეცემათ.

ბავშვებისთვის მომზადებულია გასართობი პროგრამა, რომელშიც ზღაპრების გმირები მონაწილეობენ.

ბოტანიკურ ბაღში აქტივობები 18 საათამდე გაგრძელდება.