ღონისძიება „არმიჰოლში“ 

12:25, 07.03.2026

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დაარსების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. სააგენტოს თანამშრომლებს სიტყვით თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა მიმართეს. სააგენტოს საქმიანობის ანგარიში კი სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დირექტორმა წარადგინა.

 

მსგავსი