„ღირსეული პასუხი 2019“

„ღირსეული პასუხი 2019“. სენაკში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, მედიასწავლება დაიწყო. ის უკვე მესამედ ტარდება და მასში 21 მოქმედი და მომავალი ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი იღებს მონაწილეობას. აღნიშნული პირები სწავლების პროცესში 30 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით 24-საათიან რეჟიმში ჩაერთვებიან. სწავლება ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში, ჟურნალისტების მომზადებაზეა აქცენტირებული. შესაბამისად, მასში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა კომპონენტი.