„ღირსეული პარტნიორი 2020“

„ღირსეული პარტნიორი 2020“ 7-18 სექტემბერს ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.

„ძალა პარტნიორობაშია“ – ამ მთავარი გზავნილით წელს საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას უკვე მეხუთედ უმასპინძლებს. წლევანდელი სწავლების მიზანია საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის გაუმჯობესება, ამავდროულად შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო სისტემების გარდა, სწავლებაში ჩართული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების საფრენი საშუალებები და ჯავშანტექნიკა. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, სწავლებაში საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.