„ღირსეული პარტნიორი 2018-ის“ სწავლება

ქართველი და პარტნიორი სახელმწიფოების სამხედროების მონაწილეობით მორიგი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა „ღირსეული პარტნიორი 2018-ის“ სწავლებაზე.

წვრთნაში ქართველი, ამერიკელი, ბრიტანელი და უკრაინელი ჯარისკაცები იყვნენ ჩართულნი.

საველე საჩვენებელ მანევრში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ვერტმფრენები – „შავი ქორები” და „დელტას” მიერ წარმოებული ქართული სამედიცინო საევაკუაციო ტექნიკაც იყო ჩართული.