„ღირსეული პარტნიორი 2018" - საქართველო სამხედრო სწავლებას უმასპინძლებს

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2018“-ს უმასპინძლებს. წვრთნები პირველ აგვისტოს დაიწყება, მანამდე კი ჯავშანტექნიკა დანიშნულების ადგილისკენ მიემართება. ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანის –„სტრაიკერის“ კონვოიმ სენაკიდან ვაზიანის მიმართულებით მარშირებით ჩაიარა და გორის ცენტრში შევიდა.

მარიამ მენაბდე გვიერთდება გორიდან პირდაპირ ეთერში – სულ რამდენი ქვეყანა მონაწილეობს სწავლებაში და რა ხდება ამ წუთებში გორში.