„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეების მსვლელობა

„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან. ისინი იმ სასულიერო პირებს შეუერთდებიან, რომლებიც დილიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდნენ და ახლა საკანონმდებლო ორგანოსთან პარაკლისს გადაიხდიან.

ლევან ვასაძის განცხადებით, ისინი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს მარშის მოწყობის საშუალებას არ მისცემენ.

სამოქმედო გეგმა მხარდაჭერებს ბიზნესმენმა ვერის ბაღში წარუდგინა.

დატოვე კომენტარი