„ღირებული პარტნიორობის 10 წელი“

აღმოსავლეთ პარტნიორობამ, აღმოსავლეთ ევროპას ახალი შესაძლებლობები შეუქმნა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისაუბრა და ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისთვის ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.

დავით ზანკალიანის თქმით, კონფერენცია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის დაფუძნებიდან მე-10 წლისთავს ეძღვნება, მონაწილეებს განვლილი წლების განმავლობაში მიღწეული შედეგების გაანალიზების, ასევე სამომავლო გეგმების დასახვის შესაძლებლობას სთავაზობს. საერთაშორისო კონფერენცია „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ 11-12 ივლისს, ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულის მფლობელ ქალაქში – ბათუმში გაიმართება.

კონფერენციას ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლები და გამოჩენილი მკვლევარები დაესწრებიან.