ღირებულებითი განათლების პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოება

ღირებულებითი განათლების პროგრამაში ჩართული სასულიერო პირები და მოსწავლეები დააჯილდოვეს. პროექტი სამი წელია იმართება და მასში ჩართულები არიან მასწავლებლის სახლის მიერ გადამზადებული სასულიერო პირები, პროგრამის შინაარსი კი მოიცავს საუბრებს პატრიოტიზმზე, ემპათიაზე, ოჯახსა და  ერთმანეთზე ზრუნვაზე. სწავლების ფარგლებშიი ტარდება საკლუბო შეხვედრები, რომლებსაც  სასულიერო პირები სკოლის მასწავლებლებთან ერთად უძღვებიან. ამჟამად საქართველოს მასშტაბით 141 სკოლაში 175 კლუბი ფუნქციონირებს, რომლებშიც 4 375 მოსწავლეა ჩართული. პროგრამა ასევე ხორციელდება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და უცხოეთში მყოფი ქართველი ახალგაზრდებისთვის.