ღირებულებითი განათლების პროგრამა

18:42, 03.10.2025

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა ეპარქიებიდან, პროგრამაში ჩართული სასულიერო პირები და სკოლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღირებულებითი განათლების პროგრამა 2024 წლიდან შემუშავდა. ამ ეტაპზე, ღირებულებითი განათლების კლუბი გახსნილია თბილისის 50 საჯარო სკოლაში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს პროფესიული მომზადება/გადამზადების კურსები, აგრეთვე გაიარეს ეპარქიების სასულიერო პირებმა, რომლებმაც პირველი ოქტომბრიდან საქართველოს მასშტაბით დაიწყეს თვეში ერთხელ შეხვედრების ჩატარება მსურველ სკოლებში.

მსგავსი