ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ღონისძიებას პროექტში ჩართული სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები, პედაგოგები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტრომ უკვე დაამტკიცა ღირებულებითი განათლების ხელშეწყობის პროგრამა და ახალი სასწავლო წლიდან თბილისში 53 სკოლაში 100-ზე მეტი ღირებულებითი განათლების კლუბი იქნება წარმოდგენილი. მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი. დღევანდელ შეხვედრაზე ღირებულებითი განათლების პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პროგრამის ფარგლებში, სასულიერო პირთა გადამზადება გრძელდება. აღნიშნული პროცესი საჯარო სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბის დაარსების მიზნით მიმდინარეობს.