„ღიმილი შუა გზაზე“

„ღიმილი შუა გზაზე“ – გამოფენას ამ სახელწოდებით სიღნაღის მუზეუმი მასპინძლობს.

მექსიკის ხელოვნების ისტორიაში გამორჩეული წყვილის – ფრიდა კალოსა და დიეგო რივერას ცხოვრების შესახებ საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი 100-მდე ნამუშევარი მოგიყვებათ.

ფრიდასა და დიეგოს ყოველდღიურობა თუ სახელოსნოში მუშაობის პროცესი არაერთი ფოტოგრაფის ობიექტივში მოექცა.

ექსპოზიცია დამთვალიერებელს 7 ნოემბრამდე ელოდება.