ღია წერილი ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს

18:12, 09.05.2026

ევროპის დღესთან დაკავშირებით, ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ. მათი თქმით, ამ ნაბიჯით ისინი გამოხატავენ მადლიერებას, ერთგულებასა და პატივისცემას ევროკავშირის მიმართ, საქართველოსადმი მრავალწლიანი პარტნიორობისა და მხარდაჭერისათვის. ამასთან, ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართავენ ინიციატივით, დაიწყოს პირდაპირი და მუდმივი ახალგაზრდული დიალოგი. მათი აზრით, უნდა შეიქმნას სპეციალური პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას, იდეების გაცვლასა და ქართველი ახალგაზრდების უფრო აქტიურ მონაწილეობას საერთო ევროპული მომავლის ფორმირების პროცესში. ორგანიზაციების განცხადებით, დღეს, როდესაც ევროპა მრავალი უსაფრთხოების, მშვიდობისა და დემოკრატიული გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდების ჩართულობას, თაობათაშორის თანამშრომლობასა და ერთიანობას.

მსგავსი