„ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტის სპეციალური სტუმარია პირველი ჰუმანოიდი რობოტი სოფია

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტის სპეციალური სტუმარია პირველი ჰუმანოიდი რობოტი სოფია, რომელთან გასაუბრებაც ჟურნალისტებმა დილით მოახერხეს. მისი განცხადებით, მოსწონს საქართველოში ყოფნა და ქართული დამწერლობა.

მან უპასუხა ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვას და განაცხადა, რომ მოსწონს  საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ქალად რომ ახდენს. სოფიამ ასევე აღნიშნა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, ადამიანების ცხოვრება გახადოს ნაკლებად დაძაბული და სტრესული.