ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტი

საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტს მასპინძლობს. ღონისძიებაში 70-მდე ქვეყნის სამოქალაქო სექტორის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროგრამა მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ჩაერთონ ქვეყნის მართვის პროცესში და მათთვის სასიკეთო ცვლილებები მოითხოვონ.

2017 წლიდან, საქართველო პროგრამის თავმჯდომარე ქვეყანაა.