„ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტი

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ რიგით მეხუთე მსოფლიო სამიტს საქართველო პირველად მასპინძლობს.

ღონისძიების ოფიციალურ გახსნამდე, პირველ სამუშაო დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით შედგა დისკუსია. 500-მდე დელეგატმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკასა და გამოწვევებზე იმსჯელა. ქართველი უფლებადამცველები ამბობენ, რომ მათი მოსაზრებები და ინიციატივები ხშირად არ ისახება მთავრობის სამოქმედო გეგმაში. გართულებულია ურთიერთობა იუსტიციის მინისტრთანაც, სწორედ ამიტომ მათ პრემიერ-მინისტრს მიმართეს და  მოუწოდეს, ღია მმართველობის პარტნიორობის სამუშაო გეგმისა და რეფორმების განხორციელების პროცესზე პასუხისმგებლობა პირადად აიღოს. არასამთავრობოების მოთხოვნას დღეს იუსტიციის მინისტრმაც უპასუხა.