„ღია კარის დღე“ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
აბიტურიენტები უნივერსიტეტის პროგრამების ხელმძღვანელებს პირადად შეხვდნენ და საბაკალავრო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ასევე დაათვალიერეს ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი. KIU-ს აკადემიურ სივრცეს ახალი საგანმანათლებლო პროგრამები დაემატა. უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს, მიიღონ ორმაგი დიპლომი ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მედიცინასა და დიზაინში. ფსიქოლოგიის მიმართულებით, უნივერსიტეტი სთავაზობს ერთობლივ, სამწლიან საბაკალავრო პროგრამას გერმანიის ბამბერგის უნივერსიტეტთან ერთად. უნივერსიტეტის პროგრამები სტუდენტებს დიპლომების საერთაშორისო აღიარებისა და კარიერული ზრდის განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს.