ღია კარის დღე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 

12:30, 28.03.2026

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა. მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, საგრანტო და გაცვლით პროექტებზე, ასევე სტიპენდიებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე; შეხვდნენ პროგრამების ხელმძღვანელებს, აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს; დაათვალიერეს კამპუსი და მოინახულეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურაც.

მსგავსი