ღია კარის დღე ინფრასტრუქტურის სამინისტროში 

18:20, 06.06.2026

ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაგეგმილ არქიტექტურულ კონკურსებთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა არქიტექტორებსა და საპროექტო კომპანიების წარმომადგენლებს უახლოეს თვეებში დაგეგმილი კონკურსების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

2025-2026 წლებში ფონდის მიერ უკვე გამოცხადებულია 60-ზე მეტი კონკურსი, ხოლო უახლოეს პერიოდში კიდევ 30 გამოცხადდება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროფესიული წრეების აქტიურ ჩართულობაზე, პროექტების ხარისხიან დაგეგმვასა და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფაზე.

მსგავსი