„ღია ცის შეთანხმება“ - პასუხი მოსკოვს   

როგორც ჩანს, რუსეთზე მწვავედ იმოქმედა ამერიკის მიერ მიღებულმა ბოლო რეზონანსულმა გადაწყვეტილებამ, რომლის ერთ-ერთი ფაქტორი საქართველოცაა.

საუბარია 28 წლის წინ გაფორმებულ ღია ცის შეთანხმებაზე, საიდანაც გასვლა, რუსული მხარის მიერ დარღვეული პირობების გამო, აშშ-მა უკვე დააანონსა. წლებია, მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე სადამკვირვებლო ფრენების უფლებას ხელშეკრულების არცერთ მონაწილე ქვეყანას არ აძლევს. ამის გამო 2012 წლიდან ქართულ მხარეს შეთანხმების რუსეთთან დაკავშირებული ნაწილი შეჩერებული აქვს. ვაშინგტონის გამაფრთხილებელი გზავნილის შემდეგ მოსკოვი დათმობაზე წასასვლელად მზად არის, თუმცა პირობა, რომელიც დღეს მან დაასახელა, ოფიცილური თბილისისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

დატოვე კომენტარი