„ღია ცის შეთანხმება“ და აშშ-ის გადაწყვეტილება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ სადამკვირვებლო ფრენების აკრძალვისათვის, ვაშინგტონი მოსკოვს ბრალდებებს უყენებს და მკაცრ ზომებსაც მიმართავს. ამ მიზეზით, დონალდ ტრამპი „ღია ცის შეთანხმების“ დატოვების გადაწყვეტილებას იღებს.

28 წლის წინ გაფორმებული დოკუმენტის ხელმომწერია 35 ქვეყანა, მათ შორის – საქართველო.

ღია ცის შეთანხმება მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის იარაღის კონტროლისა და ნდობის გაძლიერებას. თუმცა წლების განმავლობაში, ოკუპირებული რეგიონების თავზე სადაზვერვო ფრენების ბლოკირების გამო, დასავლური ქვეყნები რუსეთს ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ.